Prince of Hell
[ექსპლოიტი] ტელეფონზე დისქორდის გაჭედვა - Printable Version

+- Prince of Hell (https://princeofhell.lol)
+-- Forum: პროგრამირება (https://princeofhell.lol/forumdisplay.php?fid=7)
+--- Forum: ექსპლოიტები, კიბერუსაფრთხოება და მალვეარი (https://princeofhell.lol/forumdisplay.php?fid=10)
+--- Thread: [ექსპლოიტი] ტელეფონზე დისქორდის გაჭედვა (/showthread.php?tid=4)



ტელეფონზე დისქორდის გაჭედვა - zero - 03-05-2025

ეს ექსპლოიტი აღმოვაჩინე 2 წლის წინ მაგრამ ამ შუა ღამით გამახსენდა რომ ადრე ერთერთი სერვერის არხში მეშინოდა შესვლა ზუსტად ამ ექსპლოიტის გამო რადგანაც ეს იწვევდა ჩემი ტელეფონის საშინლად გაჭედვას ისე რომ დისქორდის აპლიკაციიდან გამოსვლაც მიჭირდა. ახლა რომ ვცადე განმეორება თავისთავად ჭედავდა მაგრამ მხოლოდ დისქორდის აპლიკაცია მიჭედავდა, შეიძლება ეს განსხვავდებოდეს ტელეფონის მოდელებზე.
გავითვალისწინოთ რომ შემდგომი "ექსპლოიტი" არ მოქმედებს ზოგ ტელეფონებზე, სამწუხაროდ არ გამაჩნია იმდენი ტელეფონი რომ ყველაზე გამოვცადო მაგრმა ბოლო ორი მოდელი რაც მქონდა იყო "Redmi"-ს და ორივეზე ძალიან მიჭედავდა დისქორდი. ამ "ექსპლოიტის" ასამუშავებლად დაგჭირდებათ ნიტრო, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ User Apps, Bot ან Webhook. მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს რომ გასპამოთ რაც შეიძლება მეტი ანიმაციური ემოჯები, დაწვრილებით ახსნილია ქვევით.

ექსპლოიტის განმეორების პროცედურა:
შემდგომი "ექსპლოიტის" განსახორციელებად დაგჭირდებათ რომელიმე სერვერზე ანიმაციური ემოჯი, დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ ეს ანიმაციური ემოჯი რაიმე განსაკუთრებულს უნდა შეიცავდეს მაგრამ ის ვიცი რომ რაც შეიძლება მეტი ფრეიმი უნდა ქონდეს და არა მხოლოდ 1 ან თუნდაც 5. მაგალითად გამოვიყენებთ ამ ემოჯის, სხვა ემოჯიზე არ მაქვს გატესტილი რადგანაც ესეც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ამ მომენტისთვის ეგზემპლარად ეს ემოჯიც გამოდგება. ვიღებთ მაგ ემოჯის და CTRL + C თი ვაკოპირებთ და რამოდენიმეჯერ ვპასტავთ CTRL + V-ს გამოყენებით, იქამდე უნდა აიყვანოთ სანამ დისცორდის ლიმიტს არ მიარტყამთ და გაითვალისწინეთ რომ რაც უფრო პატარა სახელი ექნება ემოჯის მით უფრო მეტის დაწერას შეძლებთ ერთ მესიჯში.
[Image: 3fF5Nw1.png]

შემდგომ დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს თქვენი message box (სამწუხაროდ ნიტრო რომ არ გამაჩნია მეტ ემოჯის ვერ ვწერ და თან სახელსაც ვერ გადავაკეთებ ამწამს რომ უფრო მეტი ჩავტიო მაგრამ იდეას იმედია ხვდებით) და შემდგომ შეგიძლიათ აიღოთ მთლიანად, დააკოპიროთ და რამოდენიმეჯერ გააგზავნოთ ეს ემოჯებით გატენილი მესიჯი. ამჟამად Redmi Note 7 გამაჩნია და დისქორდი მთლიანად ჭედავს მაგრამ წინა ტელეფონზე აღარ მახსოვს რა მოდელი იყო მაგრამ ძველი არ ყოფილა და ნუ მაგაზე ტელეფონი მთლიანად მიჭედავდა.
[Image: aXJUvk5.png]
როგორც ხედავთ 2 წლის წინ აღმოჩენილი "ექსპლოიტია" მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახდენ ამის დოკუმენტირებას რადგანაც უსაქმურად ვარ და შუა ღამეა. გაითვალისწინეთ რომ ამ ექსპლოიტის მოქმედების შანსი არ მაქვს დადგენილი არასაკმარისი ტესტების გამო, უბრალოდ ცოდნას ვაზიარებ რაც გამაჩნია და არ ვდებ არავითარ გარანტიას არაფერზე ამ ექსპლოიტის შესახებ.  Angel Angel